გახარიას გუნდის წევრი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

© photo: Anna Buchukuri / FBანა ბუჩუკური
ანა ბუჩუკური - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ანა ბუჩუკური ერთ-ერთია იმ ექვსი დეპუტატიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია დატოვეს და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ანა ბუჩუკური დაიკავებს, რომელიც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრია, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარადგინეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობაზე ეკა ხერხეულიძის კანდიდატურა ოპოზიციურმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა, თუმცა ხერხეულიძემ თანამდებობაზე უარი თავად განაცხადა.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ბუჩუკურს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.
კომიტეტის წევრებმა ბუჩუკურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ანა ბუჩუკური ექვსიდან ერთ-ერთი დეპუტატია, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ. ბუჩუკურის გარდა მმართველი პარტია დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ.
გახარიამ თავისი პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0