https://sputnik-georgia.com/20210713/ana-buCukuri-adamianis-uflebaTa-komitetis-Tavmjdomaris-moadgile-gaxda-252308236.html
გახარიას გუნდის წევრი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
გახარიას გუნდის წევრი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
Sputnik საქართველო
ანა ბუჩუკური ერთ-ერთია იმ ექვსი დეპუტატიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია დატოვეს და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრები... 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T16:46+0400
2021-07-13T16:46+0400
2021-10-19T18:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252308125_0:95:1848:1135_1920x0_80_0_0_10a8858d835f7034de253d4f18fcb451.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ანა ბუჩუკური დაიკავებს, რომელიც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრია, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარადგინეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობაზე ეკა ხერხეულიძის კანდიდატურა ოპოზიციურმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა, თუმცა ხერხეულიძემ თანამდებობაზე უარი თავად განაცხადა.როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ბუჩუკურს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.კომიტეტის წევრებმა ბუჩუკურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.ანა ბუჩუკური ექვსიდან ერთ-ერთი დეპუტატია, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ. ბუჩუკურის გარდა მმართველი პარტია დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ.გახარიამ თავისი პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა.
https://sputnik-georgia.com/20210624/gaxarias-gundi-popularuli-partiebis-sameulshia-252112428.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252308125_104:0:1744:1230_1920x0_80_0_0_816cd726c0d2b27cafac52b1d4beaea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
გახარიას გუნდის წევრი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
16:46 13.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ანა ბუჩუკური ერთ-ერთია იმ ექვსი დეპუტატიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია დატოვეს და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ანა ბუჩუკური დაიკავებს, რომელიც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრია, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს
განცხადებაში.
ბუჩუკურის კანდიდატურა უფრაქციო დეპუტატებმა წარადგინეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობაზე ეკა ხერხეულიძის კანდიდატურა ოპოზიციურმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა, თუმცა ხერხეულიძემ თანამდებობაზე უარი თავად განაცხადა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ბუჩუკურს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს მთავრობის ადმინისტრაციაში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.
კომიტეტის წევრებმა ბუჩუკურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ანა ბუჩუკური ექვსიდან ერთ-ერთი დეპუტატია, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ. ბუჩუკურის გარდა მმართველი პარტია დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ.
გახარიამ თავისი პარტია ივნისის დასაწყისში დააფუძნა.