20:19 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
76 0 0

მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში დაასახელეს.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, დამტკიცების შემთხვევაში მეორედ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება – თალაკვაძის განმარტება>>

ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ შეარჩია. ის პრემიერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელი ამჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს, „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველასთვის ემოციური დღეა.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს.

„ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც მთავრობას 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა,18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს

მთავარი თემები