გახარია: ჩემი თანამდებობიდან გადადგომით იმედია შევამცირებ პოლარიზაციას

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ განმარტებები სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააკეთა.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Twitter–ის გვერდზე განცხადება გაავრცელა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„ქართულ ოცნებაში“ გახარიას გადადგომის მიზეზები განმარტეს

„მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალსა და ეკონომიკური განვითარებას. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და მოვახდენთ სიტუაციის დეესკალაციას,"- დაწერა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

ამ წუთებში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელსაც მთავრობის მეთაურის პოსტი 2013 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0