„ქართულ ოცნებაში“ გახარიას გადადგომის მიზეზები განმარტეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიას კანონმორჩილებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას

 

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. გიორგი გახარიას ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტიდან წასვლა დაკავშირებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობასთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმდჯოარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთავის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი: ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე მოუწოდა ნიკა მელიას კანონმორჩილებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებასა და მის დაპატიმრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

თავად მელიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს საპატიმროში წასვლას და მთელი ღამე ოპოზიციის ლიდერებთან და მომხრეებთან ერთად პარტიის ოფისში გაატარა.

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს. გახარიას გადადგომის შემდეგ, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0