პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე
გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ახალი პრემიერი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. მანამდე მინისტრთა კაბინეტის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. პრემიერ–მინისტრის გადადგომასთან ერთად გადადგება მთელი მთავრობა.

საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე ხუთშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო.

ქართულ მასმედიაში ჯერ კიდევ წინა კვირაში გაჩნდა ინფორმაცია პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ. მის შემცვლელად კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასახელდა. მაშინ გახარიამ გავრცელებული ხმები უარყო.

გახარია პრემიერი 2019 წლის სექტემბერში გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0