გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაგრძელდება

გამოწერა
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილი სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვაა, შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ,  განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის მერია ბიზნეს-სექტორთან ერთად მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარება - Sputnik საქართველო
მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების აქცია ფართოვდება

დღეს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც გახარიამ განაცხადა, სახელმწიფოს პოლიტიკა როგორც ჯანდაცვის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაწყებულია და შედეგად მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

„ეს პროგრამა გაგრძელდება და მისი საბოლოო მიზანი იქნება, ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და შეჭირვებულებს, არ ჰქონდეთ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯების გაწევის აუცილებლობა, როდესაც საუბარია მედიკამენტებზე თუ ჯანმრთელობის მართვაზე. ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დარჩება პრიორიტეტად“, - აღნიშნა მან.

პრემიერობის კანდიდატის აზრით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება.

გახარია: სიღარიბის დაძლევის ყველაზე ჯანსაღი საშუალება სამუშაო ადგილების შექმნაა>>

აქ უკვე საქმე ეხება განათლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, „ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით", - აღნიშნა გახარიამ.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
გახარია: მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს

ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში ასეთი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
მთავრობის მიზანი განათლების სფეროში: უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემასთან ინტეგრირება

პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ამ დროისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან არც ერთი არ ესწრება. მათმა უმრავლესობამ უკვე შეიტანა განაცხადი მანდატზე უარის თქმის შესახებ. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატებზე უარი გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.

ყველა ახალი ამბავი
0