მთავრობის მიზანი განათლების სფეროში: უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემასთან ინტეგრირება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარია ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან ინტეგრირებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან თემად ასახელებს.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპულ უმაღლეს განათლების სისტემასთან ქვეყანას სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე მთავრობის პროგრამის წარდგენისას.

გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემასთან ინტეგრირება ევროკავშირთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
განათლება პანდემიის დროს – მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში მოუსმინეს

„უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. ეს მოგვცემს, პირველ რიგში, რესურსების ეკონომიის, ასევე სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ უმაღლესი განათლების სისტემა „უკიდურესად ძვირი განზომილებაა“, რომელსაც წლები სჭირდება იმისთვის, რათა სტანდარტებმა აუცილებელი პირობები დააკმაყოფილოს. ინტეგრირების საშუალებით კი განათლების სფერო მაღალ სტანდარტებს სწრაფად დაუახლოვდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა 90%-ის ფავორიტი გახდა>>

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2024 წლამდე საქართველო ყველა რეფორმას გაატარებს იმისთვის, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმა ოთხ წელზეა გათვლილი. იგი ხუთ მიმართულებას მოიცავს – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ხელისუფლების სურვილია საქართველო კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.

ყველა ახალი ამბავი
0