მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების აქცია ფართოვდება

© photo : Tbilisi City Hall / FBთბილისის მერია ბიზნეს-სექტორთან ერთად მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარება
თბილისის მერია ბიზნეს-სექტორთან ერთად მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველების დასახმარებლად დაწყებულ ჰუმანიტარულ აქციაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების პროექტს საქართველოს კიდევ ერთი დეველოპერული კომპანია შეუერთდა.

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახური იუწყება, კომპანია „არქიმ“ მერიას გადასცა ნობათი 500 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი გაეცნენ.

მოხუცი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება

კახა კალაძემ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის მერის თქმით, კომპანიების მხრიდან მხარდაჭერის პარალელურად, თბილისის მერიამ უკვე შეძლო დამატებითი თანხების მობილიზება სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის დასახმარებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ დახმარების პროექტს. შევქმენით სპეციალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ჩაერთოს აქციაში და დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. გარდა ბიზნესისა, მუნიციპალიტეტმა გამოყო სარეზერვო ფონდში თანხები და ეს თანხები მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც შემდეგ დაურიგდება იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან კერძო პირებსა და ბიზნესსექტორს პროექტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ბიზნესკომპანია შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0