თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება

გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს წამოწყებაში და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.

თბილისი,  3 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარებების გაცემა დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო წელს „საახალწლო სოფელი“ არ მოეწყობა და ამისთვის გამოყოფილი თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. 

საახალწლო ილუმინაცია თბილისში - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: პანდემიის გამო თბილისს საახალწლო სოფელი არ ექნება

მერიის სარეზერვო ფონდიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მერიამ უკვე შეიძინა საკვები პროდუქტები.

„დაახლოებით 700-800 ათასი ლარი მიმართული იქნება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაზე მეტად გაუჭირდა და ჩვენს თანადგომას საჭიროებენ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ბიზნეს-სექტორმა, კერძოდ, 27-მა კომპანიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა – მხარი დაუჭირონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და მონაწილეობა მიიღონ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების საჭირო პროდუქტებით მომარაგებაში. ამ დროისათვის შეგროვებულია 3 ათასამდე პაკეტი, რომელთა დარიგებაც უახლოეს დღეებში განხორციელდება, დასძინა მერმა.

დედაქალაქის მერიამ მსგავსი სოციალური პროგრამა კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროსაც განახორციელა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 147.636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124.568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.387 მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0