„ქართულმა ოცნებამ" თავისი პრიორიტეტები დაადასტურა – თალაკვაძე

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ>>

მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაადასტურა თავისი პრიორიტეტები – ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება.

„საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება სამართლიანად", – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული გარემოს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

საპროტესტოა ქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეთანხმება მიღწეულია – ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსამდე მივიდნენ

თალაკვაძემ ჩამოთვალა ის პუნქტები, რომლებზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა არ იყოს დამატებითი და არასწორი ინტერპრეტაციები. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 დეპუტატი არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით; ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება ერთპროცენტიანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„ამით (შეთანხმებით) „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის", – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდა – ისინი ენდობიან მოქალაქეებს, მათ არჩევანს და დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება" განახლებული პროგრამითა და გუნდით 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საარჩევნო მოდელზე შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, რომლებსაც ოპოზიცია „პოლიტიკურ პატიმრებს" უწოდებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი საკითხები არა პოლიტიკოსებმა, არამედ შესაბამისმა ინსტანციამ და მართლმსაჯულებამ უნდა გადაწყვიტოს.

თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმებაში ამ საკითხთან დაკავშირებული არც ერთი პუნქტი არ არის.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ.

კალაძე: კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა>>

სამ-ნახევარი თვის მანძილზე მხარეებმა მოახერხეს მოლაპარაკების ოთხი რაუნდის ჩატარება, რის შემდეგაც პროცესი ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენმა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი გიგი უგულავა ციხეში დააბრუნა. ამით აღშფოთებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ხელისუფლებასთან საუბარზე და მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, ისევე, როგორც თვით შეთანხმება, ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევენ

როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია უარს აცხადებდა „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების გაგრძელებაზე, მათთვის დამახასიათებელი პროფესიონალური დიპლომატიის გამოყენებით მოიფიქრეს არაფორმალური შეხვედრების ფორმატი – შეხვედრა სადილზე ან ვახშამზე დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთ წარმომადგენელთან.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", – დაწერა ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0