03:27 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

დღეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია მმართველ პარტიას,  განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

დღეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მოდელით ჩატარდება.
კალაძის განცხადებით,  აღნიშნული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ქვეყნისთვის.

„მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მინდა, მივულოცო ჩვენს მხარდამჭერებს ეს მიღწეული შეთანხმება... ჩვენ ვვარაუდობდით, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრე და გავაკეთე განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ჩვენ გვყავს კრიმინალები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით და ამ დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. ალბათ თქვენ წერილიც წაიკითხეთ აშშ-ის საელჩოსი, რომელიც გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ. იქ საერთოდ არ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიები დღეს  მთავრობის დაკომპლექტების წესსზეც შეთანხმდნენ. კერძოდ, პარტია, რომელიც ამომრჩევლის 40–პროცენტიან მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ასევე შეთანხმდნენ, რომ პარტიებისთვის ბარიერი 1%–ით განისაზღვროს.

შესწორებების გასატანად „ქართულ ოცნებას" ოპოზიციონერი დეპუტატების ხმები სჭირდება – კონსტიტუციაში შესწორებების მისაღებად პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის თანხმობაა საჭირო.

მთავარი თემები