2019 – სკანდალებისა და ლუსტრაციის წელი

© Sputnik / Shota Nozadzeსაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიბლიაში ნათქვამია – არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდესო. ჰოდა, 2019 წელი საქართველოსთვის ლუსტრაციისა და სკანდალების წელი იყო.

არ ვიცი, ვის როგორ მოეწონა ყვითელი ღორის მიერ მოტანილი სიურპრიზები, მაგრამ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება რომ ააყირავა, ეს ფაქტია. 20 ივნისის მოვლენები, საეკლესიო სკანდალი, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლა – ეს იმ პოლიტიკური მოვლენების არასრული ჩამონათვალია, რითიც 2019 წელმა დაგვამახსოვრა თავი. ამ ფონზე იყო მიღწევები, ბუნებრივია, იყო კარგი და პოზიტიური სიახლეებიც. ერთი რუსული ანდაზა ამბობს – ყველაფერი უკეთესობისკენო... ჰოდა, ყველაფერმა, რაც მოხდა, ან პოზიტივი მოგვიტანა, ან გამოცდილება მოგვცა. ასე რომ, მადლიერებით გავაცილოთ 2019 წელი, ვისთვის როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის.

საახალწლო გაათება - Sputnik საქართველო
როგორი 2020 გველოდება? – პენსიებისა და ხელფასების ზრდა, ახალი ინფრასტრუქტურა და არჩევნები

საერთოდ, ისეთი მშვიდი გაზაფხული გვქონდა, ვერავინ იფიქრებდა, მაინცდამაინც ივნისში თუ აფეთქდებოდა სიტუაცია, და თანაც – როგორ! ოპოზიცია, როგორც ჩანს, დიდხანს ემზადებოდა მართლმადიდებლობის მსოფლიო კონგრესის თბილისში ჩატარების გასაპროტესტებლად. დელეგაციები ჯერ კიდევ არ იყვნენ საქართველოში, როცა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ამაზე საუბარი დაიწყო.

თუმცა, ჩანს, ხელისუფლების ანალიტიკურმა სამსახურებმა სწორად ვერ გათვალეს, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პარლამენტის შენობაში და თანაც თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვას.

სიტუაცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში

ეს რომ გათვლილი ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს, არც კონგრესს მოვიწვევდით, არც რუსეთის დელეგაციას და თავიდან ავიცილებდით როგორც 20 ივნისის ღამეს, ასევე საზოგადოების რადიკალიზაციას და გახლეჩვას. მაგრამ დასამალი როდია, რომ საქართველოში არეულობა და ქაოსი ბევრ ძალას და ქვეყანას აძლევს ხელს და ისინიც, რაც ძალი და ღონე აქვთ, ხელს უწყობდნენ მოვლენების დაძაბვას.

თავის მხრივ, ოპოზიციასაც მეტი რაღა დარჩენია. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილმა პარლამენტში „მარტივ მამრავლებად დაშალა“, ყურადღებას ახალგაზრდული აქციებითა და ხმაურით იპყრობს. ამბობენ, პარლამენტის წინ თავშეყრას ასევე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი და მისი მეგობარი ბანკირი ხაზარაძე გულშემატკივრობდნენ და არცთუ მხოლოდ იდეურადო. ამასობაში პოლიტიკოსთა უმრავლესობამ, როგორც იქნა, ილიას სიტყვები შეისმინა და გზა ახალგაზრდებს დაუთმო. მაგრამ ეს ამბავი ისე იქნა გაგებული, რომ ეს ახალგაზრდები მაინცდამაინც მათი შვილები უნდა იყვნენ. ეს ქვეყანა ყველასია და, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსთა შვილებისაც. თანაც, იმედია, ეს შვილები მაინც უფრო პროგრესულები იქნებიან მამებთან და დედებთან შედარებით.

პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
რატომ ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე და რატომ ტოვებენ დეპუტატები პარლამენტს

სამწუხარო ფურცელია, მაგრამ ფაქტია, რომ 20 ივნისის ღამეს სპეცსამსახურებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლთან ერთად ისეთი რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რომელმაც რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას თვალის ჩინი დააკარგვინა. ამად კი არანაირი პოლიტიკა არ ღირს, მაგრამ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ორომტრიალში, სამწუხაროდ, ეს შეგრძნება დაკარგულია.

ზაფხულის პოლიტიკური მოვლენები სწორედ 20 ივნისის ღამის ნიშნით განვითარდა. პოლიტიკოსები, როგორც სჩვევიათ ხოლმე, „მოტყდნენ“ და დაზიანებებიც ისევ აქციების რიგითმა მონაწილეებმა მიიღეს. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების სურვილის გამო პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწიათ. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს დაგვპირდა, ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს, ხოლო დეპუტატი ნიკა მელია ჯერ ჯაჭვით დააბა პრობაციის სამსახურმა კავკასიის მთებზე მიჯაჭვული ამირანივით, შემდეგ კი, როგორც იქნა, 12 დეკემბერს დეპუტატის მანდატიც ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები თბილისსა და კიევში, ანუ ვის სწყალობს წმიდა გიორგი

ახლა კი სამთავრობო ცვლილებებზე... პარლამენტში შეცვლილ ვითარებას მალე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის უფრო ენერგიული გიორგი გახარიათი ჩანაცვლება მოჰყვა. ხომ გახსოვთ სიმღერა, სიკვდილში თუ არა, სიყვარულში გაგიმართლებსო. ჰოდა, თუ მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, სამაგიეროდ სიყვარულში გაუმართლა და 2019 წელი მშვენიერ ქალბატონთან ტყუპი ქალ-ვაჟის გაჩენით დაამახსოვრა სამყაროს და საკუთარ თავს. მასთან ერთად ეკონომიკის დაბნეული და მუდამ შვებულებაში მყოფი მინისტრი ქობალია მიზანდასახულმა ნათია თურნავამ შეცვალა, უკვდავი მინისტრი დავით სერგეენკო კი ეკატერინე ტიკარაძემ. ჯერჯერობით ქართულ ეკონომიკას და ჯანდაცვას დიდი ნახტომები არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, მინისტრთა კაბინეტი უფრო მშვენიერი და გენდერულად დაბალანსებულია.

ოპოზიციის მიტინგი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს ოპოზიციას

შემოდგომა, მოსავლის მოსვლასა და ფასების სიძვირესთან ერთად, საეკლესიო სკანდალებით გახდა დასამახსოვრებელი. ჯერ იყო და მეუფე იაკობმა ხელისუფლებას, ლამისაა, პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობაში დასდო ბრალი, შემდეგ კი ამ განცხადების გარშემო ატეხილი სკანდალის გამო დანიშნული საეკლესიო კრება უფრო საშინელი სკანდალით გაგრძელდა და ახლა უკვე შერისხულმა მეუფე პეტრემ ილია მეორეს სოდომ-გომორული ცოდვების მქონე საეკლესიო პირების მფარველობაში დასდო ბრალი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწორედ იმიტომაა ბრძენი, რომ ასეთ ტალახს არ ისხამს და სიძულვილს სიყვარულით პასუხობს. თუმცა საეკლესიო სკანდალმა ბევრი ისეთი პრობლემა გამოააშკარავა, რომელსაც, შესაძლოა, ვერც დავით აღმაშენებელი და რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უშველიდა.

წლის ბოლო ღვინობისთვე დიდი პოლიტიკური იმედგაცრუების თვედ შეგვიძლია შევრაცხოთ.

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირებისა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. 113-ის ნაცვლად კანონპროექტმა მხოლოდ 103 დეპუტატის ხმა მიიღო, აჯანყებულ დეპუტატებში კი ისეთები მოხვდნენ, დამოუკიდებლად წითელი და მწვანე ღილაკებისთვის რომ არასოდეს არ მიუჭერიათ ხელი.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

საოცრება კი ისაა, რომ ეს ურჩი ხალხი სულ კომიტეტების თავმჯდომარეებად დააწინაურეს.

ხოლო არაურჩები, ანუ ისეთები, ვინც ბიძინა ივანიშვილს დაუჯერა და ხმა პროპორციულ სისტემას მისცა, პარტიიდან და თანამდებობებიდან წავიდნენ.

ვინაიდან 2019 წელმა საარჩევნო სისტემის პრობლემები ვერ გადაჭრა, 2020 ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების ფონზე დაიწყება.

დებატები ამ თემაზე 2019 წელმა 2020-ს გადაულოცა. ზოგადად, ვინ უფრო სწორად ხედავს მოვლენებს და აკეთებს საქმეს, ამას 2020 წელი და მისი უდიდებულესობა არჩევნები აჩვენებს.

და, კიდევ – 2019 წელს ხელისუფლებამ მოასწრო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 ვაკანტური ადგილი 14 ახალი მოსამართლით შეავსო. მართალია, ეს პროცესიც კანდიდატების დისკრედიტაციისა და სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ თადუმაძის დიპლომი ნამდვილი აღმოჩნდა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გაბედავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას პარლამენტთან აქციის დასაშლელად

ასეა თუ ისე, 2019 წელი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩავამთავრეთ. პრობლემები, მათ შორის აუხსნელი და გადაუჭრელი, მართლაც ბევრია. არ გვინდა წინასაახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა რადგან დეკემბერი რატომღაც მოზარდების ტრაგედიებისა და ტკივილების წლად იქცა, მომდევნო წერილში აუცილებლად მოგიყვებით, რა კეთდება, რა გაკეთდა და კიდევ რა იგეგმება განათლების სისტემაში ვითარების შესაცვლელად და გამოსასწორებლად. მანამდე კი საახალწლო თბილისის სილამაზით დავტკბეთ.

მართალია, ბოროტი ენები ამბობენ, მთავარი ნაძვის ხე ზედმეტად მაღალი და თხელიაო, მაგრამ, აბა, სხვა რის გამო მოსწონთ მოდელი ქალბატონები? ააა, რუბენსის ნატურასავით ფუმფულა და ფერხორციანი ნაძვის ხე გინდებლარიენ?.. ისე, ამ თბილისის მერიაში მიშა ცაგარელს რომ უსმენდნენ, ან ტრადიციულ რაჭულ ნაძვის ხეს გვაჩუქებდნენ, ან თეთრსა და ფუმფულა-ღუნღულას – მეტალის ვირთხას ჰყვარებია ნამეტნავად. ხვავისა და ბარაქისათვის კი სასურველი იქნებოდა, ამ თეთრი ნაძვის ხისთვის კალაძეს ლარები, დოლარები, ევროები და, თუნდაც, უკრაინული გრივნები შეება. მე ჩემი აზრი გითხარით და რა ვიცი... მაინც არჩევნებია წინ.

ყველა ახალი ამბავი
0