რა გეგმები აქვს ოპოზიციას

© Sputnik / STRINGERოპოზიციის მიტინგი პარლამენტთან
ოპოზიციის მიტინგი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრძოლა ძალაუფლებისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის და, სავარაუდოდ, მით უფრო გამწვავდება ვითარება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები.

მართალია, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ჯერჯერობით პროცესების ექსკლუზიურად მართვას ვერ ახერხებენ, მაგრამ არც ერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს. დასავლეთმა და ელჩებმა კი მოახერხეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დასმა, მაგრამ, მოლაპარაკებების ამდენი რაუნდის მიუხედავად, შედეგები არ ჩანს და, სავარაუდოდ, არც იქნება. ის კი არადა, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 2024 წლამდე ყველა რიგგარეშე არჩევნებიც კი შერეული, ანუ მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციონერ მურმან დუმბაძის თქმით, ოპოზიცია ერთ-ერთ ვარიანტად იმასაც განიხილავდა, რომ პირველ ეტაპზე 2020-ში ხელისუფლებას გაჰყოლოდნენ და არჩევნები ამავე კანონით ჩატარებულიყო, ხოლო შემდეგ შეექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გამხდარიყო ვადამდელი არჩევნები და ის უკვე პროპორციული სისტემით გაიმართებოდა. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია და ოპოზიციას ნათლად უთხრეს, რომ არსებულ რეალობას უნდა შეეგუონ. იმასაც, რომ არჩევნები 2020-შიც შერეული სისტემით ჩატარდება და იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი მომხრე ჰყავს და გაიმარჯვებს. სწორედ ამის დემონსტრირება იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე 14 დეკემბრის შეკრება თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

სიტუაცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში

როგორც კულუარებში ამბობენ, აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და იქ არც ვადამდელი არჩევნების მომხრეები არიან. დასავლეთში გამრავლებული კრიტიკისა და ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ასახსნელად მთავრობამ ამერიკაში სასწრაფოდ ირაკლი კობახიძე, „აჯანყებული“ მაჟორიტარი ირაკლი (დაჩი) ბერაია და კახა კუჭავა აფრინა. სწორედ მათ უნდა აუხსნან ამერიკელებს, რატომ ჩააგდო ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები და რატომ დანიშნეს უზენაესში 14 ახალი უვადო მოსამართლე.

ორივე თემასთან დაკავშირებით დასავლურმა წრეებმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს და დიპლომატები დიპლომატიურ ენაზე მეტს ვერაფერს იტყოდნენ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, ფაქტია, რომ ისინი მრავალრიცხოვან აქციებს ვეღარ მართავენ და ვერც ქარიზმატული ლიდერი იპოვეს, ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპელ დემოკრატებს“ კი მშვენივრად აძლევთ ხელს შერეული სისტემა, რადგან 3%-იან ბარიერსაც გადალახავენ და სამომავლოდ წვრილ-წვრილი პარტიების ამომრჩეველსაც თავისკენ წაიყვანენ.

ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია, ერთი მხრივ, „დაბოქლომებისა“ და მცირე ინციდენტების შექმნას გააგრძელებს. მაგალითად, ხუთშაბათს საპროტესტო აქცია ისევ პარლამენტთანაა დაგეგმილი, პარასკევს კი ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და საარჩევნო მოდელებზე იმსჯელებენ, თუმცა კი მისი შეცვლის ალბათობა მინიმალურია. მთავარი ახლა სწორედ ისაა, რომ მეტ-ნაკლებად ჯანსაღი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები გააქტიურდნენ და არჩევნებიც სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

მართალია, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა 14 დეკემბრის აქცია უშინაარსო ღონისძიებად შეაფასა, ზოგმა კი 2012 წლის 28 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანი შეკრებაც გაიხსენა,

ოპოზიცია აქციებზე - Sputnik საქართველო
რისთვის იბრძვის ხელისუფლება და ოპოზიცია?

მაგრამ ამ აქციით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აჩვენა: 

1. ჩვენ ბევრნი ვართ და ბევრი მხარდამჭერი გვყავს. ამით მან საკუთარი მომხრეებიც გაამხნევა.

2. ახალგაზრდობა არა მხოლოდ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჩვენკენ უფრო მეტია.

3. ხელისუფლების დათმობას და გადაცემას არ ვაპირებთ.

სარწმუნო წყაროების ცნობით, დიდი სურვილის მიუხედავად, გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების გეგმა შეიცვალა. დასავლეთის მოთხოვნაა არჩევნები საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ და სამართლიანად ჩატარდეს.

უსამართლობის შემთხვევაში ზოგიერთი წყარო 2003 წლის მოვლენების გამეორების ალბათობაზეც საუბრობს. თუმცა, საქართველოს ახლა არა რევოლუციები, არამედ ევოლუციური განვითარება და ეკონომიკის აღორძინება სჭირდება. ვნახოთ, რა პროგრამებს და როგორი განხორციელების პერსპექტივით შემოგვთავაზებენ პარტიები და ვის დაუჯერებს ხალხი.

ყველა ახალი ამბავი
0