გახარია: ოპოზიცია მთელი სახელმწიფოს ბლოკირებას გეგმავს

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. პარლამენტის შესასვლელებთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება კანონიერი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

თალაკვაძე ოპოზიციას ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს>>

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს კონცენტრაციის გაორმაგებისკენ და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა, რათა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სახელმწიფოს ბლოკირების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

„ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება პარლამენტში შეჭრა და პოლიციის შეურაცხყოფა ჰგონია, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ყველა ეს ბოლო ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას", – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და ის უნდა სრულდებოდეს ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე.

სპეცრაზმი პარლამენტის შესასვლელთან 26 ნოემბერს - Sputnik საქართველო
ოპოზიცია მორიგი „ბრძოლისთვის" ემზადება – პარლამენტთან პოლიციელები არიან მობილიზებული

დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტის შესასვლელებთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ჯებირები.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე კომიტეტების სხდომებია ჩანიშნული. მომიტინგეები აპირებენ, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალონ.

აქციების დაწყების დღიდან დემონსტრანტები ცდილობენ მოაწყონ სახელმწიფო უწყებების პიკეტირება, მათ შორის, ჩაშალონ პარლამენტის მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ მოუწია.

პარლამენტის წინ გაშლილ კარავში საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყობა>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი გახდა საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0