თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
განცხადება ამის თაობაზე თალაკვაძემ ბიუროს სხდომა გააკეთა. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება ორშაბათს დაიწყეს, რათა დღეს ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მუშაობაში. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ოპოზიციამ დაშლაზე უარი განაცხადა. შედეგად, დილის ხუთი საათის შემდეგ შსს-მ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები შენობის შესასვლელებიდან განდევნა.
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ, დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ეს არის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა... მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა კანონის ფარგლებში დაცული იყოს იმ ადამიანების უფლებები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურს. მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე დაცული იქნება იმ მოქალაქეების უფლებები, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას.
„ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს", – განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატებმა პარლამენტში შეკრება დაიწყეს - ქუჩაში აქცია მიმდინარეობს>>
მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება ორშაბათს დაიწყეს, რათა დღეს ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მუშაობაში. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, ოპოზიციამ დაშლაზე უარი განაცხადა. შედეგად, დილის ხუთი საათის შემდეგ შსს-მ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები შენობის შესასვლელებიდან განდევნა.
ამჟამად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტის შენობაში პლენარულ სხდომაზე იმყოფებიან. შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება.