როგორია აქციის დროს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქცია 26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან განდევნის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად ოთხი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ერთი დაშავებული „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალსში“, ორი კი ინგოროყვას კლინიკაში. ამ დროისთვის კლინიკებში 3 პაციენტი რჩება.

გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
დეპუტატებმა პარლამენტში შეკრება დაიწყეს – ქუჩაში აქცია მიმდინარეობს

ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც, თვითმხილველების განცხადებით, აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა და სხეულის გადაციება აღენიშნებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა მოგვიანებით „ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

„08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აქციის დაშლის შედეგები: 28 დაკავებული, სამი დაშავებული>>

გარდა ამისა, ერთ-ერთ დაშავებულს ზაზა ლიპარტელიანს სახის არეში წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის „ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ყბა-სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმების განცხადებით, მხედველობის დაკარგვის საფრთხე ამ შემთხვევაში არ არსებობს.

სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან გზა გადაკეტა - Sputnik საქართველო
Amnesty International: აშშ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს

26 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდინარე აქციის მონაწილეები დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან გაყვანის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 28 პირი.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათთან ერთად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დღეს დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეუშალოს დეპუტატებს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პლენარული სხდომის ჩატარებაში. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ბოიკოტი გამოაცხადეს. ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0