ოპოზიცია მორიგი „ბრძოლისთვის" ემზადება – პარლამენტთან პოლიციელები არიან მობილიზებული

© Sputnik / Alex Shlamovსპეცრაზმი პარლამენტის შესასვლელთან 26 ნოემბერს
სპეცრაზმი პარლამენტის შესასვლელთან 26 ნოემბერს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომიტინგეები აპირებენ, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალონ. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველებმა ჯებირები მიიტანეს. ოპოზიციური პარტიები და ახალგაზრდა აქტივისტები დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა მანამდე კომიტეტების სხდომებია ჩანიშნული. მომიტინგეები აპირებენ, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალონ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს. მთავარი მოთხოვნა დროებითი მთავრობის პირობებში პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

აქციების დაწყების დღიდან დემონსტრანტები ცდილობენ მოაწყონ სახელმწიფო უწყებების პიკეტირება, მათ შორის, ჩაშალონ პარლამენტის მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ორგანოსთან მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ მოუწია.

ყველა ახალი ამბავი
0