პარლამენტის წინ გაშლილ კარავში საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყობა

© Sputnik / Alex Shlamovკარვები პარლამენტის წინ
კარვები პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდული ორგანიზაციის „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრები 29 ნოემბრიდან საგანმანათლებლო აქტივობებს დაიწყებენ

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაციის „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრებმა კარავი გაშალეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

26 ნოემბრის აქცია. დაშავებულს სასწრაფო დახმარების მანქანაში ათავსებენ - Sputnik საქართველო
თბილისში აქციის დაშლის დროს დაშავებული ყველა მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დაჩი იმედაძის განცხადებით, მათ კარავში 29 ნოემბრიდან საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება.

„აქ ჩვენი ოფისი გავაკეთეთ და გარკვეული დროით გადმოვცხოვრდით. ჩვენ ამ კარავში ძალიან საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. მოვიწვევთ სპიკერებს, პოლიტიკურ ლიდერებს, იქნება პოლიტიკური აქტივობები, ქვიზები და პოდკასტები. ჩვენი ძირითადი მიზანი თავისუფლების გავრცელება და მასზე საუბარი იქნება. ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი კერა“, - განაცხადა დაჩი იმედაძემ.

იმედაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირების პროცესს ორგანიზაცია არ შეუერთდება.

„განმარტოებულ წყვილს ოთხი დეპუტატი და 50-მდე პოლიცია დაადგა თავზე“ >>

აღსანიშნავია, რომ აქტივისტებს სამართალდამცველები დღის პირველ ნახევარში კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი გახდა საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება, რომელიც ითვალისწინებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ყველა ახალი ამბავი
0