ივანიშვილმა საჩუქრად ორუელის რომანი „1984“ მიიღო

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და მომავალი არჩევნების მოლოდინებზე ისაუბრა.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელმეორედ გაჩენილი საპროტესტო ტალღის შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დასასრულს საჩუქრად ჯორჯ ორუელის რომანი-ანტიუტოპია „1984“ მიიღო.

წიგნი ივანიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ წამყვანმა ნიკა ლალიაშვილმა აჩუქა.

„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო >>

ოპოზიცია და ახალგაზრდული მოძრაობები ქუჩაში გავიდნენ 14 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.

ივანიშვილის თქმით, საპროტესტო მოძრაობას ხელმძღვანელობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავის დროზე ქვეყანას ტოტალიტარული მეთოდებით მართავდა, და მისი სატელიტები. და დღეს ისინი „ნაცმოძრაობის“ ცოდვებს „ქართულ ოცნებას“ აწერენ.

მოძღაობა „სირცხვილიას“ ლიდერი შოთა დიღმელაშვილი - Sputnik საქართველო
შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ მოვა დრო, როდესაც „ნაცმოძრაობა“ მიხვდება, რომ ტყუილებითა და ძალადობით ვერაფერს მიაღწევ.

„დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრებს მონებს უწოდებენ, მათ შორის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზეც, და ამან გადაწონა და დარღვია ის არამყარი ერთიანობა, რომელიც ჩვენს გუნდში იყო და დააზიანა ის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საარჩევნო რეფორმა ამ დღეს ჩავარდა იმის გამო, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ივანიშვილის თქმით, ეს დეპუტატები ისედაც ყოყმანობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპოზიცია მათი მისამართით შეურაცხყოფაზე გადავიდა, საერთოდ გაჯიუტდნენ.

რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს >>

„ისინი მოგვაწერენ იმ ურთიერთობებს, რომელიც მათ თავიანთ ბელადთან ჰქონდათ (მიხეილ სააკაშვილთან - რედ.)... ვერავინ ვერ გაიხსენებს ჩემს დიქტატორობას. მე ბუნებით დემოკრატი ვარ - ოჯახშიც და გუნდშიც, სწორედ ასე მოხდა ახლაც. ვერ დავარწმუნე, ვერ გადავარწმუნე (დეპუტატები - რედ.), მათაც ჰქონდათ არგუმენტები, და მოხდა ის, რაც მოხდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ჰაიკო მაასი - Sputnik საქართველო
გერმანიის საგარეო უწყება ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, სწორედ ხელისუფლებაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ აძლიერებდა საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ სისტემას, ახლა კი ამაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

დღეს ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შერეული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები რეალობას არ ასახავს. მაგალითის სახით მათ 2016 წლის არჩევნები მოჰყავთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიებით ნახევარზე ნაკლები ხმები მიიღო, ხოლო მისმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა პრაქტიკულად ყველა ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვეს. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.

თალაკვაძე: დაუბრუნდით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში >>

ამაზე საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პროპორციული სისტემით ხმების ნახევარზე მეტის აღებას შეძლებს. მოქმედი კონსტიტუციით, 77 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ, ხოლო 73-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

„ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებთ კიდეც პოლიტიკოსებსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც 2020 წლის არჩევნებში, რომ პარტიული პროპორციული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტისა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი მმართველობის ბერკეტებს“ არ მისცემს პარტიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0