გერმანიის საგარეო უწყება ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ხელისუფლებასა და მომიტინგეებს პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.

რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს. საქართველოს შსს-მ სპეცრაზმის ძალები და წყლის ჭავლი უკვე ორჯერ გამოიყენა, რადგან ოპოზიციამ და ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის შენობების პიკეტირება მოახდინეს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე ოპოზიციას ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას", - განაცხადა მაასმა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერლინში.

მისი თქმით, გერმანია საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას მომავალშიც აპირებს.

„საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები", - აღნიშნა მაასმა.

ოპოზიცია აქციებზე - Sputnik საქართველო
რისთვის იბრძვის ხელისუფლება და ოპოზიცია?

ოპოზიციასა და ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, იუწყება გამოცემა „ამერიკის ხმა" საქართველოში.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას.

დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ წუხს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ჩავარდნის გამო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური