19:54 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
130 0 0

ოპოზიცია ხელისუფლებას მის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის განხილვის წინაპირობას უყენებს. მისი განმარტებით, კანონპროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციასა და  ხელისუფლებას  შორის დიალოგის წინაპირობა ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელია, რომლის პრეზენტაცია პარასკევს იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა,  ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და საპარლამენტო ფორმატებს დაუბრუნდეს.

ოპოზიციამ ორშაბათიდან  პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტა, რათა დეპუტატებს მმართველი პარტიიდან პლენარული სხდომის ჩატარებაში ხელი შეშლოდათ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც უკვე მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.

ოპოზიცია გეგმავს მმართველ პარტიასთან დიალოგსა და კანონპროექტის განხილვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი გაეცნობა.

„დიალოგს აქვს თავისი წინაპირობები,  კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც დევს და ყველა წამყვანი კონსტიტუციონალისტი უჭერს მხარს, ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით არის ეს ყველაფერი შექმნილი. ეს გადაცემულია დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მხოლოდ ამის მერე აქვს აზრი დიალოგს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი მოდელით, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა საუბარია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, რამდენიმე დღეში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

„მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის პიკეტირებებს გავარძელებთ. შესაბამისად, ამ დღის წესრიგით იქნება პარლამენტთან მასშტაბური აქცია, რომლის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. დაახლოებით შაბათს ან პარასკევს, რადგან მანამდე, პარასკევს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.

რისთვის იბრძვის ხელისუფლება და ოპოზიცია? >>

დღეს, გამთენიისას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ ისინი სპეცრაზმმა ტერიტორიიდან განდევნა. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს შესასვლელების ბლოკირებას, რათა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა ნორმალური მუშაობა ვერ შეძლონ.

საპროტესტო ტალღა თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები ჩააგდო, რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები