ილია მეორე: სამწუხაროდ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არ არის ურთიერთგაგება

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ რიგში, ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. სამწუხარო ფაქტია, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ბრძანა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.

ორშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

უწმინდესის და უნეტარესის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც ქვეყნებში და მათ ურთიერთობებში უამრავი პრობლემა არსებობს.

„მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - ბრძანა ილია მეორემ.
სპეცრაზმმა მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებიდან გაიყვანა - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაშავდა

ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, საელჩოების როლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რისი ერთ-ერთი დასტურიცაა ჩვენი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და ბრიუსელში.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
აქცია გრძელდება – ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს

შეხვედრის დასასრულს მისი უწმინდესობის ნათლულების გუნდმა ხალხური სიმღერები და კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები შეასრულა.

საქართველო 14 ნოემბერს საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ. დღეს გამთენიისას მომიტინგეების დასაშლელად ხელისუფლებამ წყლის ჭავლი გამოიყენა. 

ყველა ახალი ამბავი
0