01:22 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ქეთევან ციხელაშვილი

პარლამენტში ციხელაშვილთან შეხვედრა, საკითხის სენსიტიურობის გამო, დახურული ფორმატით ჩატარდა

© photo : State Ministry for Reconciliation and Civic Equality of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (67)
47 0 0

საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის დახურულ რეჟიმში ჩატარების ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოვიდა

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე დაიწყო, რის შემდეგაც, საკითხის მნიშვნელოვანი დეტალების გამო, გადაწყდა მისი დახურული ფორმატით ჩატარება.

ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო >>

ციხელაშვილს დეპუტატებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ სრულდება მთავრობის მშვიდობიანი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრის დახურულ კარს მიღმა ჩატარება გამოსვლის დაწყებამდე გადაწყვიტეს. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, სხდომის დახურვამდე სახელმწიფო მინისტრს წარედგინა ინფორმაცია „საზღვრისპირა“ სოფელ ატოცში არსებული ვითარების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს პრობლემისადმი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების მისაპყრობად.

რამდენიმე დღის წინ ქართულ სოფელ ატოცში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხრიდან განახლდა მავთულხლართების გაბმა. ორშაბათს ამ ტერიტორიაზე სამხედროები და სპეცტექნიკა არ გამოჩენილა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს კი შსს-ს თანამშრომლები პატრულირებენ.

 „არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ყველასათვის გასაგებად გავაკეთო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით... არ მინდა შევქმნა საფუძველი ამ თემაზე რაიმე სპეკულაციისთვის. ამის პრინციპულად წინააღმდეგი ვარ“,  -განაცხადა ციხელაშვილმა.

საზოგადოებისთვის ღია შეხვედრის ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები. კოლეგებს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა.

„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე >>

 „ოკუპაციის თემაზე საპარლამენტო მოსმენები უნდა დაიხუროს, რადგან არ შეიძლება ამ თემაზე ტელეკამერების წინ მატრაკვეცობა... რადგან შეფასებები ჟღერდება და სასურველი არ არის, ღია ეთერში ამ თემებზე ისაუბრო. საქმისთვის სასარგებლო პოზიციას თამამად ვერ შეაფასებ და გულწრფელად ვერ გამოთქვამ, რადგან მთელი მსოფლიო გისმენს“, - განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ.

კომენტარები მასმედიისთვის სხდომის შემდეგ გაკეთდა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურულ ფორმატში მან დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რა ხდება გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში და რას აკეთებს სახელმწიფო 116 სოფელში 50 ათასი ადამიანის დახმარებისთვის.

„მეტი განვითარება, მეტი განათლება, მეტი დახმარება - ეს იქნება ჩვენი ქმედითი პასუხი მავთულხლართებზე, მთელი რიგი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების გარდა, რომლებსაც სახელმწიფო აუცილებლად გამოიყენებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე >>

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს, მაგრამ დეტალებზე ღიად საუბარი მიზანშეწონილი არ არის ზოგიერთი საკითხის სენსიტიურობის გამო.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. მას შემდეგ დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (67)

მთავარი თემები