გახარია: საქართველოში ომი არასდროს აღარ უნდა იყოს

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი თბილისში ვეტერანებს შეხვდნენ

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებთან შეხვედრაზე მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს" – გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე >>>

2014 წლიდან 17 ოქტომბერი ვეტერანთა დღედ გამოცხადდა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის მიზანი, პირველ რიგში, იმ ხსოვნის წინაშე, რომელიც იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენთან ერთად აქ არ არიან“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანები, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ქმნიდნენ ქვეყნის ისტორიას და მათი ხსოვნა მომავალ თაობებს ქვეყნის შენებაში უნდა დაეხმაროს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი

„დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს – ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა გახარიამ.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდნენ.

დღეისათვის ვეტერანის სტატუსი გააჩნია 70 ათს ადამიანს, მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილენი.

ყველა ახალი ამბავი
0