გახარია სჭირდება, ღარიბაშვილს კი ენდობა – ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს, მასმედიაში აქტიურად განიხილება რამდენიმე ვარიანტი.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა მანამდე კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ, ახლა მთავარი კითხვაა – ვინ დაიკავებს აღნიშნულ ადგილს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს

თანამდებობის დატოვების შესახებ ბახტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, შეასრულა თავისი მისია, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" წასვლას არ აპირებს. ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის, თანამშრომლებს და ასევე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.

„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი დამსახურებების კუთხით მან განათლების რეფორმა და "შავ სიაში" შესული საქართველოს მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანებების ჩამოწერა დაასახელა.

მისი სიტყვებით, პრემიერობის კანდიდატი სამშაბათს დასახელდება. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კვლავ გრძელდება.

„პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მის გუნდში. თუ მე, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს მეკითხებით, მე, რა თქმა უნდა, მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ვფიქრობ, იგი ძალზე ძლიერი მინისტრი იქნება", – განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ აპირებს შემოდგომიდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურებას

დღეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, რომლის გადადგომას ოპოზიცია და პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები თითქმის მესამე თვეა მოითხოვენ. მათი სიტყვებით, გახარიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იმ ღამეს ანტისამთავრობო აქცია, რომელიც პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ დაიწყო, არეულობაში გადაიზარდა და აქციის დარბევით დამთავრდა.

„გაუფასურებული ლარი, ცხოვრება, რომელიც გაძვირდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე" – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რით დაამახსოვრდა ბახტაძის მთავრობა ჩვენს მოსახლეობას ბოლო წლის განმავლობაში. ეს მთავრობა მთლიანად მოწყვეტილია რეალობას, ისინი ვერც ხვდებიან, რა უნდა ქვეყანას. ამიტომ გამოსავალი არის ერთი – არა „ქართული ოცნების" გუნდში შიდა გადაადგილებები, არამედ მათი მშვიდობიანად სახლებში გაშვება", – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ქართულ ოცნებას" პრემიერის პოსტზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა სჭირდება, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ივანიშვილს სჭირდება ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანს და, შესაბამისად, ეს ლიდერი ახლა უნდა გამოვლინდეს. იმიტომ რომ მომავალ წელს იქნება გვიან... მას დიდი არჩევანი არ ჰქონდა. ან თავად უნდა გახდეს ლიდერი და შემდეგ პრემიერი, რაც ასევე დასაშვებია, ან არენაზე უნდა გამოიყვანოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ისეთი თვისებები ექნება, რომ სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს. ეს შეიძლება იყოს გახარია, შეიძლება იყოს ღარიბაშვილი", – აღნიშნა ჯაფარიძემ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დეპუტატებს საკუთარი პარტიიდან გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

„ამ ცვლილებებით ივანიშვილი, ერთი მხრივ, პარლამენტში საკუთარ უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს და მათ ეუბნება: თუ თქვენ გახარიას დაუჭერთ მხარს, საბოლოოდ იქნებით ჩემ ნავში, ფსკერისკენაც რომ დავეშვა. ან მეორე – არ დაუჭერთ მხარს, მაშინ პარლამენტი ვადაზე ადრე შეწყვეტს ფუნქციონირებას და თქვენ ვადაზე ადრე გამოემშვიდობებით საკუთარ ადგილებს პარლამენტში და არანაირი გარანტია არ გექნებათ, რომ თქვენ ახალ პარლამენტში მოხვდებით", – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მას ასევე შეაფასა ივანიშვილისთვის ისეთი ფიგურების მნიშვნელობა, როგორებიც არიან გიორგი გახარია და გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანია.

„რაც შეეხება გახარია-ღარიბაშვილის ტანდემს, აქ, ჩემი აზრით, საქმე ასეა: ივანიშვილს სჭირდება გახარია, მაგრამ ბოლომდე არ ენდობა. ამიტომ არ დანიშნა იგი პრემიერად ნახევარი წლის წინ. ღარიბაშვილს კი ენდობა. ამიტომ ამ კომბინაციაში იგი საჭირო ადამიანს აყენებს და მას მისი სანდო ადამიანით აზღვევს", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
ლარის კურსის რყევა: რჩევები სახელმწიფო შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს

დეპუტატმა სოფიო კილაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებები შეთანხმებით მიიღება.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობას ულტიმატუმის ენაზე არ ესაუბრება. ჩვენ გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების, დემოკრატიული დისკუსიის საფუძველზე ვიღებთ. როდესაც გუნდი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდება, რასაკვირველია, ამის შესახებ პირველი ქართული საზოგადოება გაიგებს", – განაცხადა კილაძემ.

მიუხედავად 20-21 ივნისის მოვლენებისა და ხელისუფლებაში გახარიას როლის შეფასებისა, მასმედია აგრძელებს მტკიცებას, რომ სწორედ გახარიაა ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სხვა ვერსიით, ამ პოსტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსაც ასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0