გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უპასუხა პროკურორების შეკითხვებს, რომლებიც პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ საქმეს უკავშირდება

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. შს მინისტრი გიორგი გახარია გამოცხადდა პროკურატურაში 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმის ფარგლებში.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“ >>

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა - მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემ მიერ პასუხი იქნა გაცემული... საქმის მასალებში დევს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ჩაატაროს კითხვის ნიშნების გარეშე“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

მისი თქმით, დღეს შსს-ს და მთავრობის მთავარი ამოცანაა იმ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც არეულობის აღკვეთის დროს დაშავდნენ.

ამ დროისათვის სტაციონარში მკურნალობას 21 ივნისის ღამის მოვლენების დროს ორი დაშავებული აგრძელებს. სავარაუდოდ, მათ კვირის ბოლომდე გაწერენ, იუწყება პირველი არხი რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორზე, ნათია ნუცუბიძეზე დაყრდნობით.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები მოითხოვენ გადადგეს გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.

ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა >>

თავად მინისტრის თქმით, პოლიციელები იმ ღამეს ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და მათ საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
20 ივნისის აქციის დაშლა - სასამართლომ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა

ამასთან მან განაცხადა, რომ არ ებღაუჭება თანამდებობას და ამ მომენტში გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა.

„დღეს გიორგი გახარიას გადადგომა პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი იქნებოდა“, - განაცხადა ოთხშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, გახარიამ საქართველო „ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნა“.

ამჟამად გამოძიება ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით -  „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

ჭელიძე: 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს >>

„გამოძიებამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც პირდაპირი მოწოდებით, მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოყვა ორგანიზებული ძალადობრივი სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად ქართული პოლიცია იყო იძულებული, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები“, – განაცხადა გახარიამ.

ამ დროისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 12 ადამიანია მიცემული, აქედან 11 ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დეპუტატ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0