ჭელიძე: 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს
„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ჭელიძის განმარტებით, დღეისათვის, პასუხისგებაში მიცემულია 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.