ლარის კურსის რყევა: რჩევები სახელმწიფო შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს

გამოწერა
ეროვნული ვალუტის ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მიმართ ხისტი დამოკიდებულებისგან თავშეკავებას ურჩევს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ცნობით, ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს ახორციელებენ უცხოურ ვალუტაში.

„ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას", -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება სახელმწიფო შემსყიდველებს ურჩევს, არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში კი განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%–მდე ოდენობით.

ლარი - Sputnik საქართველო
სანამდე დაეცემა ლარი... ანუ ისევ დაიწყო, აგული?!

ასევე, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი, აქვთ უფლება, მიმართონ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ.

ბოლო მონაცემებით, ეროვნული ვალუტის ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს. კომერციულ ბანკებში კი ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.

ეკონომისტები ლარის კურსის ასეთ რყევებს ერთი მხრივ შემცირებულ ინვესტიციებს, მეორე მხრივ კი კომერციული ბანკების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსზე გაუფასურებული თურქული ლირას ფაქტორიც მოქმედებდეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. ის დარწმუნებულია, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ თურქეთის ფაქტორია.

 

ყველა ახალი ამბავი
0