07:32 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
10620

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციას 21 ივნისის ღამეს საქართველოში აკრძალული რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია

თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მზად არის აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, მათ შორის სამართლებრივი, თუ გამოძიება 20-21 ივნისს მომხდარი არეულობის დროს პოლიციის ქმედებებში სისტემურ დარღვევებს გამოავლენს.

„არ შემოვუშვებთ“ - გახარია გავრილოვის შესაძლო დაბრუნების შესახებ >>

გახარიას გადადგომა არის მომიტინგეთა ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნა. ისინი მეცხრე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და მინისტრს 20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევაში ადანაშაულებენ. შსს-მ პარლამენტის შენობის შტურმის ორსაათიანი შეკავების შემდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მივა >>

იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.

„თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონამორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას და იკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის სამართლებრივს“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე გააკეთა განმარტება რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე, რის გამოც დაშავდა ათობით ადამიანი, ორმა კი თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები მოგვიანებით ყვებოდნენ, რომ პოლიცია ადამიანებს სახეში დამიზნებით ესროდა.

„ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, მათ შორის, ტყვიები, რომელიც იყო გამოყენებული და სხვადასხვა სახის ტყვიები არსებობს აღჭურვილობაში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის, საერთაშორისო ნორმებსაც. შეიძლება ყოფილიყო გარკვეული გადაცდომები კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენების ტექნიკაში, რომელიც არ შეესაბამებოდა ინსტრუქციას. ეს არის გამოძიების საგანი“, - განაცხადა გახარიამ.

შსს-ს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების საქმის გამოძიების ფარგლებში ათ მათგანს დროებით უფლებამოსილება შეუჩერდა.

გახარიას თქმით, პოლიციამ ქვეყანა დიდი საფრთხისგან იხსნა.

„ჩვენ შევძელით, სხვათა შორის ბევრ მომიტინგესთან ერთად, შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია და ძირითადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის“, - განაცხადა გახარიამ.

„ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: თავი შეიკავეთ კონტრაქციისგან >>

საპროტესტო აქციები პარლამენტთან დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ, თანაც სპიკერის სავარძლიდან.

ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოსათვის ღალატში დასდო ბრალი, ვინაიდან მათ ქვეყანაში არა მხოლოდ შემოუშვეს ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, არამედ პარლამენტში საპატიო ადგილიც გამოუყვეს. ხელისუფლებამ მომხდარს პროცედურული შეცდომა უწოდა.

ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“. „ის, რაც 20 ივნისის დილას ვიხილეთ, ყველა ქართველისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა მან.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები