„ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: თავი შეიკავეთ კონტრაქციისგან

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, მოქალაქეებს, რომლებიც რეალურად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს, აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც ახლახან გავრცელდა.

„ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხნის წინ პარტიის სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„ქართული ოცნება“ სხდომას მართავს>>

პარტია მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, მოქალაქეებს, რომლებიც რეალურად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე კონტრაქციის მოწყობის მოწოდებები ხშირად ისმის, მაგრამ ამ კონტრაქციებს მეტი დაძაბულობის შემოტანა შეუძლია ამ სიტუაციაში.

„არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დაცულია ქვეყნის კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტები აგრესიისა და ძალადობისგან, ასევე, სახელმწიფო იცავს „როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მე შემიძლია ხვალვე გადავდგე...

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0