„არ შემოვუშვებთ“ - გახარია გავრილოვის შესაძლო დაბრუნების შესახებ

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ჩამოსვლამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, განაცხადა, რომ საქართველოში გამგზავრება კიდევ ერთხელ სურს

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ ერთხელ გადაწყვეტს, მას ქვეყანაში არ შემოუშვებენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი: პირადად ჩემგან მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს >>

გამოცემა Новая газета-სთან ინტერვიუში გავრილოვმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა საქართველოში კიდევ ერთხელ გამგზავრება, და ამას ოჯახთან ერთად შემოდგომაზე გეგმავდა, როდესაც აგრილდებოდა. „მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, იმიტომ რომ საქართველოსნაირი ადგილი ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა დეპუტატმა, რომლის საქართველოში ჩამოსვლამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„არ შემოვუშვებთ“, - განაცხადა მინისტრმა, როდესაც ტელეარხ Rustavi2-ის ჟურნალისტის კითხვას პასუხობდა.

აქცია - Sputnik საქართველო
„გახარია, წადი!“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

მოგვიანებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მისთვის გავრილოვის გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, კომპარტიის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი იხილეს. ის თბილისს ეწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორის ასამბლეაზე დასასწრებად. გავრილოვი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ხოლო რუსულმა დელეგაციამ ქვეყანა სასწრაფოდ დატოვა.

ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, რადგან არა მარტო დაუშვა ქვეყანაში რუსი დეპუტატის შემოსვლა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილი დაუთმო. ხელისუფლებამ მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა“ უწოდა.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის სავარძელი მას „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“ ქართულმა მხარემ შესთავაზა. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ საპატიო ადგილი სხვა ქვეყნებშიც დაუთმეს, და ამას პრობლემა არასდროს მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0