საქართველოს პრემიერ–მინისტრი: პირადად ჩემგან მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს

© photo: Mamuka Bakhtadze / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტთან პოლიციური ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი არ არსებობდა.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე, როგორც მთელ სამინისტროს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე.

გახარია: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა>>>

მამუკა ბახტაძე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას აარიდა უმძიმესი სცენარი.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის... კვლავ ამის მცდელობა იყო და შსს-მ შეძლო და აგვაცილა უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტთან პოლიციური ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი არ არსებობდა. თუმცა არსებობს კითხვები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტება. 

აქცია - Sputnik საქართველო
„წადი!“: აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ

„ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით, მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი, დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება. ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0