„გახარია, წადი!“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

გამოწერა
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ სიგნალებით გაემართა. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი: პირადად ჩემგან მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს>>>

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საპროტესტო ავტოკოლონა შსს–კენ დაიძრა: რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია

აქციის მონაწილეები დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტთან პოლიციური ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი არ არსებობდა. თუმცა, არსებობს კითხვები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტება. 

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის დაშლის შემდეგ მასმედიასთან პირველი შეხვედრა გამართა. „ჩემთვის გადადგომა პრობლემა არაა“, – განაცხადა გახარიამ ხუთშაბათს, საღამოს გამართულ შეხვედრაზე. მინისტრის სიტყვებით, მან „კონკრეტული ამოცანები“ უნდა გადაჭრას და წასვლას მაშინ გეგმავს, როდესაც იგი მისი გუნდისთვის ზიანის მომტანი იქნება.

გახარიას სიტყვებით, 20 ივნისის ღამეს „იყო მცდელობა ხელისუფლების და, შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივად დაკავების“. პოლიციამ აღკვეთა იგი.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0