09:42 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
სეულის ხედი

საქართველო და სამხრეთ კორეა ეკონომიკურ თანამშრომლობას განავითარებენ

© photo: Sputnik / Alexander Yuriev
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (80)
97 0 0

სამხრეთ კორეა და საქართველო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ერთობლივ კომისიას შექმნიან.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველომ და სამხრეთ კორეამ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ხელშეკრულების ხელმოწერა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლი ტაე-ჰომ.

ნენსკრა ჰესი აშენდება: ეკონომიკის სამინისტრომ და ინვესტორმა მემორანდუმი გააფორმეს >>

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო, სავაჭრო, ტურისტულ და სამრეწველო სექტორებში.

ამ მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომისიას შექმნიან, რომელშიც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების განხილვა იგეგმება.

შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე კორეული კომპანიების ინვესტიციების მოცულობის გაზრდის გზით.

ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 118,8 მილიონი დოლარი შეადგინა. სამხრეთ კორეის მიერ 2018 წელს საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 63,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში უმსხვილეს პროექტს წარმოადგენს „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა, რომელსაც კორეული კომპანია Kwater-ი სს „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ახორციელებს. „ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება. ინვესტიციების მოცულობა 1,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კორეამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა >>

გასული წლის ივლისში კორეის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი ეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (80)

მთავარი თემები