კორეამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

© Sputnik / STRINGERბიომეტრიული პასპორტი
ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის სამხრეთ კორეაში მოგზაურობა მარტივდება

თბილისი,  9 ივლისი  — Sputnik.  კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში. 

ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
ერთი წელი ვიზების გარეშე - ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორეის იუსტიციის სამინისტროს, კორეაში საქართველოს საელჩოსა და საემიგრაციო სამსახურს შორის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.

 „სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა გაიზრდება 30-დან 90 დღემდე. 

ევროპული კვარტალი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ევროკავშირში წასასვლელად საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონული განაცხადები უნდა შეავსონ

საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 დეკემბერს დამყარდა. სეულში საქართველოს საელჩო 2011 წლის 16 აგვისტოს გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმი ერთი წლის წინ გაუქმდა. იმ დროიდან ამ რეჟიმით 192 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და მუშაობისთვის საქართველოს მოქალაქეებს კვლავინდებურად ვიზა სჭირდებათ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0