22:01 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
მტირალას ეროვნული პარკი

საქართველოს ხუთ რეგიონში 2019 წელს ხეებს დათვლიან

FB / National Hiking Federation
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (55)
143 0 0

მთავრობამ საქართველოს ტყის კოდექსი უკვე შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს ხუთ რეგიონში გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ტყის ინვენტარიზაცია ჩატარდება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტყეების ეროვნული აღრიცხვა მანამდე არასდროს ჩატარებულა.

ბორჯომის ტყეში 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო >>

„ქვეყანაში პირველად ინერგება ტყის ეროვნული აღრიცხვა (ინვენტარიზაცია) და ის საფუძვლად დაედება მონიტორინგის სისტემის შექმნას და ტყის შესახებ მონაცემების მუდმივ განახლებას. ტყის აღრიცხვის პირველი სამუშაოები კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დაიწყება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტყეებზე სერიოზულად იზრუნებს და მან ტყის კოდექსი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ეს კოდექსი არეგულირებს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ტყეების კლასიფიკაციას, მათ გამოყენება-გაჩეხვას და ტყის მართვის სისტემის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

ამ მიზნით ტყის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადების პროგრამის ინიცირება, რომელიც 16 ახალგაზრდას გადამზადებისა და ლაგოდეხსა და ახმეტაში არსებული ტყის მასივების ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

ტყის აღრიცხვის ფარგლებში ჩატარდება მრავალმიზნობრივი ინვენტარიზაცია, რომელიც ტყეების განვითარება-დეგრადაციის, მათი მრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შესახებ მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას იძლევა.

მოიჭრას თუ არა ტყე - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს >>

საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონ ჰექტარის ტერიტორიას იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (55)

მთავარი თემები