ბორჯომის ნახანძრალი ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaბორჯომის ტყე ხანძრის შემდეგ
ბორჯომის ტყე ხანძრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერიტორიიდან გაიტანეს ხანძრით დაზიანებული ხეები, პერიმეტრზე ჩატარდა ღობის მთლიანობისა და ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებები

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.

ტერიტორიიდან გაიტანეს ხანძრით დაზიანებული ხეები, ჩატარდა პერიმეტრზე ღობის მთლიანობისა და ეროზიის საწინააღმდეგო, ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

„გაწმენდითი სამუშაოები სოფელ დაბაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე თითქმის დამთავრებულია, რის შემდეგაც დაიწყება დარგვის სამუშაოები. საყურადღებოა, რომ ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე აღდგენას 250 ჰექტარი ფართობი ექვემდებარება. მხოლოდ შემოდგომის სეზონზე დაირგვება 400 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი. სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა ერთ წელში 79 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ეროვნულ სატყეო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პირვავნდელი ტყის ეკოსისტემის აღსადგენად მხოლოდ ადილობრივი, სტანდარტული ნერგები გამოიყენება, რომელთა გამოყვანა იმავე ზონაში მოწყობილ სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება.

ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური