ბორჯომის ტყეში 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო

© photo: Sputnik / STRINGERდამწვარი ხეები ბორჯომის ხეობაში
დამწვარი ხეები ბორჯომის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლებში 250 ჰექტარ ტყეს აღადგენენ.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომის ხეობაში, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტის მიზანია ტყის პირვანდელი ეკოსისტემის აღდგენა. სწორედ ამიტომ ადგილობრივი და სტანდარტული ხეები დაირგო.

დამწვარი ტყის ფართობია 943 ჰექტარი. პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლებში 250 ჰექტარი აღდგება. მიმდინარე წლის ნოემბერში 144 ჰექტარს აღადგენენ, დაირგვება დაახლოებით 400 ათასი ნერგი. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე ხანძრის შემდეგ - Sputnik საქართველო
ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება

სოფელ დაბაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ჩართული არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები. სპეციალისტების მეთვალყურეობით დაახლოებით 50 ნერგი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დარგეს.

დაზიანებული ტერიტორია სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. მან ჩაატარა გეოლოგიური, ასევე ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა. მიღებული შედეგების საფუძველზე კომისიის წევრებმა ტყის აღდგენის პროექტი შეიმუშავეს.

იქედან გამომდინარე, რომ ტყის აღდგენა ხანგრძლივი, სპეციფიკური და რთული პროცესია, პროექტის განხორციელება მკაცრად გეგმის მიხედვით, სპეციალისტების მეთვალყურეობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0