14:47 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701
საქართველოს დროშა და გერბი

საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)
111 0 0

საქართველოს რეიტინგი კანონის უზენაესობის ინდექსში სამი პოზიციით გაუარესდა

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში დაიკავა 41-ე ადგილი მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის და პირველი ადგილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ინდექსი შეადგინა საერთაშორისო დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ World Justice Project.

მსოფლიო ბანკის გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო >>

კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას რვა ძირითადი კომპონენტია გათვალისწინებული: ძალაუფლების ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, კორუფციის დონე, სახელმწიფოს ღიაობა, მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ძირითადი უფლებების დაცვა, ნორმატიული აქტების გამოყენება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

2018 წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა - მაშინ ქვეყანას 38-ე ადგილი მიენიჭა.

საქართველომ მიიღო საუკეთესო შედეგები კორუფციასთან ბრძოლაში და სახელმწიფოს ღია მმართველობაში, ხოლო უარესი - სამოქალაქო მართლმსაჯულებაში და სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვის კუთხით. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველომ ინდექსის რეიტინგი ყველა პარამეტრით გააუარესა, ღია მმართველობის გარდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი რეიტინგში იკავებს 109-ე ადგილს, რუსეთი - 88-ეს. აზერბაიჯანი და სომხეთი კვლევაში არ მოხვდნენ.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. მავრიტანია, ავღანეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კამბოჯა და ვენესუელა აუტსაიდერებში მოხვდნენ.

პრემიერი: საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია >>

ორგანიზაცია World Justice Project 2006 წელს იურისტთა ამერიკული ასოციაციის ინიციატივით მისი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა. 2009 წელს ის არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

თემები:
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)

მთავარი თემები