21:34 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
თბილისი

არჩევნები, სასამართლო, ადამიანის უფლებები – რისთვის შეაქეს და გააკრიტიკეს საქართველო?

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (25)
116 0 0

საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის შექება დაიმსახურა, თუმცა, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზეც გამახვილდა ყურადღება.

თბილისი,  1 თებერვალი – Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა>>>

ანგარიშში საქართველოს  ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზეა საუბარი და ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეები არის დასახელებული.

 „ჩვენ სწორი ვექტორი ავირჩიეთ – ჩვენ  სრული დემოკრატიის გზაზე ვდავართ. ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატება  და დეტალურად გაწერილი გეგმა, რომელსაც მივყვებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ პროცესში ბოლომდე გვიჭერენ მხარს“, – განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სდომამდე გამართულ ბრიფინგზე.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში გრძელდება დემოკრატიის განმტკიცების პროცესი და მმართველობის ხარისხის ამაღლება, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში. ევროკომისიამ  საქართველო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის შეაქო, თუმცა, ამ სფეროში არსებული სერიოზული პრობლემებიც აღნიშნა.

 „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

საქართველომ დადებითი შეფასება მიიღო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით კანონმდებლობის გაუმჯობესების,  ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ახლა მნიშვნელოვანია კანონის ეფექტურად აღსრულება.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ წარმატებები მიაღწია ბიზნესის განვითარების, საგადასახადო სისტემის სრულყოფისა და ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების კუთხით.

რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას, ევროკომისიამ  დემოკრატიული ინსტიტუტების სამომავლო განმტკიცებით მიზნით პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადობას შორის ღია დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

რჩევებს შორის იყო  ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 2018 წლის შემოდგომაზე  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა. ასევე აღინიშნა ერთი მხარის  გადაჭარბებული უპირატესობა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია. 

საქართველომ შექება დაიმსახურა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებისთვის.

 „საქართველო  ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებაში პროგრესს აღწევს და საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად დაახლოების პროცესს აგრძელებს... აუცილებელია  შემდგომი ძალისხმევა ექსპორტის შემდგომი  სტიმულირებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

2009 წლიდან საქართველო  პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილეა, რომელიც  მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (25)

მთავარი თემები