პრემიერი: საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების  მაღალი შეფასებების მიუხედავად, მთავრობა ამ მიმართულებით მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისი,  1 თებერვალი — Sputnik.  საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ–ერთი ლიდერი–ქვეყანაა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

მსოფლიო ბანკის კვლევის „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ თანახმად, საქართველომ კორუფციის კონტროლისა და მმართველობის  ეფექტიანობის  მიხედვით  100–დან 77,4 ქულა დააგროვა და 1996 წლიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასე, რომ საქართველო კორუფციასთნ ბრძოლის ლიდერი–ქვეყნების სიაში შევიდა და ბევრი ევროპული სახელმწიფო ჩამოიტოვა.

ბახტაძის განცხადებით,  მოცემული ფაქტი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებში აღინიშნა. 

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა

 „საქართველომ კორუფციის დაბალი რისკისა  და მმართველობის ეფექტურობის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში წინ გაიჭრა. ეს არის კონკრეტული ფაქტები, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება... და  ჩვენი ამოცანაა ყოველივე ამის გაძლიერება და გაუმჯობესება“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International) ადგენს, პოზიციები გაიუმჯობესა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე განთავსდა. კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International-ი გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. 

საქართველომ 2018 წელს 58 ქულა მიიღო, რაც ორი ქულით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამით ქვეყანამ საკუთარი პოზიციები ხუთი საფეხურით გაიუმჯობესა და 41-ე ადგილზე გადავიდა. 2017 წელს საქართველო 46-ე ადგილზე იყო. რეიტინგში 41-ე ადგილი საქართველომ ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან გაიყო. ამასთან, საქართველოს ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0