ლომჯარია ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე: ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის მონაწილეები გზებზე შეზღუდვის შესახებ უფრო ადრე გაეფრთხილებინა.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, პოლიციელი იქნება თუ აქციის მონაწილე, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს გურჯაანში მომხდარ მოვლენებზე საუბრისას, იუწყება პირველი არხი.

16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" და მისი მომხრეები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს

თუმცა პოლიციელებმა ოპოზიციის ავტომანქანები თელავიდან 30 კილომეტრში გააჩერეს და მოსთხოვეს ან ფეხით გადაადგილება, ან მარშრუტის ალტერნატიული გზით გაგრძელება, რაც გახდა დაპირისპირების მიზეზი. ოპოზიციონერებმა რამდენჯერმე გაარღვიეს კორდონი და დააზიანეს პოლიციელთა ავტომობილები. დაპირისპირების დროს ათი პოლიციელი დაშავდა. პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მოქალაქე და ათი პოლიციელი. ამ ფაქტს სჭირდება გამოძიება. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულზე, იქნება პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს ობიექტური მიდგომა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან გრიგოლ ვაშაძესა და თინათინ ბოკუჩავასთან შეხვედრის შემდეგ.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის მონაწილეები გზებზე შეზღუდვის შესახებ უფრო ადრე გაეფრთხილებინა.

კარვები პარლამენტთან - Sputnik საქართველო
უწყვეტი საპროტესტი აქციები იქნება – ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს

„ვფიქრობ, ამის შესახებ აქციის მონაწილეების ინფორმირება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ამ აზრის გამო იყო საყვედური მინისტრის მხრიდან, მაგრამ ვიმეორებ – სახალხო დამცველის მანდატი მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, ამ შემთხვევაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, პოლიციის უსაფრთხოება და ზოგადად უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ამიტომაა საჭირო დროული კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს, მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებაში ედება.

„მეც ახლა გავიგე მისი დაკავების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ პროცესში, თუ მას დასჭირდება დახმარება ან ექნება არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო მის მიმართ დევნა. ამ ეტაპზე უფრო სრულყოფილ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0