სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით კირკიტაძე გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. მასთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია.

კარვები პარლამენტთან - Sputnik საქართველო
უწყვეტი საპროტესტი აქციები იქნება – ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს

16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციების დროს ათი პოლიციელი დაშავდა. პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

„ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 16 დეკემბერს ველისციხეში გამართულ აქციაზე დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0