მოკლედ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტზე - ზურაბიშვილი ინაუგურაციისათვის ემზადება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და რატომ გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები უნიკალური, იკითხეთ „Sputnik-საქართველოს“ მიმოხილვაში

მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ბატონის ციხეში გაიმართება.

ცერემონია მოკრძალებული და მოკლე უნდა იყოს, თუმცაღა საქართველოში 50 ქვეყნიდან სტუმრებს ელოდებიან. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.

ზურაბიშვილის ინაუგურაციის ახალი დეტალები >>

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით მან გრიგოლ ვაშაძის დაამარცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 59,52%-მა.

ვინ არის სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება მიიღო პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ). პირველი დიპლომატიური სამსახური მიიღო იტალიაში - საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობაზე.

თელავის ცენტრი - Sputnik საქართველო
მანიფესტაცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს – ოპოზიცია თელავში გაემგზავრება

შემდეგ ზურაბიშვილის კარიერული წინსვლა გაგრძელდა. 52 ასაკში ასრულდა ზურაბიშვილის პროფესიული ოცნება - ის საქართველოში საფრანგეთის ელჩი გახდა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა.

2004 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ის წლინახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2005 წლის ოქტომბერში ზურაბიშვილი თანამდებობიდან მოხსნეს და ის ოპოზიციაში გადავიდა.

რა შეიწირა პრეზიდენტობამ

პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლების მოსაპოვებლად ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწია. ივლისამდე მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა - საფრანგეთის და საქართველოს. კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ აქვს უფლება დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტები.

„საქართველოს მეთაურად ფრანგი ქალი აირჩიეს": ზურაბიშვილი - ტოპ-თემა მსოფლიო მასმედიაში >>

როგორ ირჩევდნენ ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ" – ზურაბიშვილი ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას ეკუთვნის. პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ პარტიამ მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქართულ ოცნებაში“ პირველივე ტურში ზურაბიშვილის გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარებოდათ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. მას სერიოზული კონკურენცია ვაშაძემ გაუწია.

მეორე ტურისათვის „ქართულმა ოცნებამ“ რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინა და ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ოპოზიციის მსგავსად აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო და ზურაბიშვილმა ვაშაძეს 18,33%-ით მოუგო.

უნიკალური არჩევნები და პრეზიდენტი

რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები რამდენიმე მიზეზით უნიკალური აღმოჩნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გახდა საჭირო. და ასევე ეს უკანასკნელი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებია. მომდევნო არჩევნებზე პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა

უნიკალურობა იმაშიცაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისტორიაში პირველად ქალი გახდება.

აგრეთვე საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხუთი წლის ნაცვლად ექვსი წლით განისაზღვრა.

მოკრძალებული ინაუგურაცია

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა უარი თქვა პომპეზურ ცერემონიაზე და ინაუგურაციის ადგილად თელავი შეარჩია. მისი განმარტებით, თელავი მან შეარჩია იმის გამო, რომ იქ არჩევნები წააგო და სურს ყველას აჩვენოს, რომ იქნება იმ ადამიანების პრეზიდენტიც, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს.

ზურაბიშვილი: ეს იმიტომ, რომ თელავმა ხმა არ მომცა >>

კონსტიტუციის თანახმად, ზურაბიშვილის უფლებამოსილება პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ დაიწყება. ის მარჯვენა ხელს საქართველოს მთავარ კანონს დაადებს და ფიცის სიტყვებს წარმოთქვამს.

სად იმუშავებს მეხუთე პრეზიდენტი

ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისგან, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, ზურაბიშვილმა ავლაბრის პომპეზურ სასახლეში მუშაობაზე უარი განაცხადა.

პრეზიდენტის სასახლის ბედი თბილისში - სამი ვერსია >>

პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი და ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში განთავსდება. თუმცა ჯერჯერობით იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება

მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის განახლებული კონსტიტუცია - ის ითვალისწინებს ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას. მნიშვნელოვნად იკვეცება ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება და ის მომავალში სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფიგურა იქნება.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები >>

სახელმწიფო მეთაურს დარჩება უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მოქალაქეობის მინიჭებას, მსჯავრდებულთა შეწყალებას, სახელმწიფო პრემიებისა და ჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებას.

საპარლამენტო ან ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დანიშვნას პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება. პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნას ან თანამდებობიდან მოხსნას შეძლებს.

პრეზიდენტს მოუწევს ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ან გამოიყენოს ვეტოს უფლება. პრაქტიკულად ყველა დანარჩენ საკითხში მომავალ პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0