02:53 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ერეკლე მეორის სასახლე თელავში

ზურაბიშვილის ინაუგურაციის ახალი დეტალები

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)
137 0 0

თელავში საზეიმო ცერემონიის რეპეტიციები მიმდინარეობს და ინაუგურაციის ბოლო დეტალები ზუსტდება

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში XVII — XVIII საუკუნეებში აშენებულ ბატონის ციხეში გაიმართება და სულ 49 წუთს გაგრძელდება, განუცხადა ჟურნალისტებს საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა, კახი კახიშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და, საქართველოს ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ.

© video: Sputnik . Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili
"მოდიან! მოდიან!" - თელაველებმა ინაუგურაციის შესახებ ისაუბრეს

მარგველაშვილი ცერემონიის მზადყოფნის თაობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის პატაკს ჩაიბარებს, ხოლო ფიცის დადების შემდეგ ჯარი ზურაბიშვილის უკვე როგორც პრეზიდენტს მიესალმება.

კონსტიტუციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება დაიწყება პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. ოფიციალური პროტოკოლით, ის მარჯვენა ხელს დაადებს საქართველოს კონსტიტუციას და ფიცის სიტყვებს წარმოთქვამს.

ცერემონიის შემდეგ თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება.

„სტუმრებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება ინაუგურაციის პროცესს“, - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება საზეიმო მიღებას, მოწვეული სტუმრების სიები გადმოსცეს ზურაბიშვილის შტაბიდან, თელავის მერიიდან, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

მანიფესტაცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს – ოპოზიცია თელავში გაემგზავრება >>

„ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად“, - განაცხადა კახიშვილმა.

ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მას აქტიურად უჭერდა მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. პირველმა პრეზიდენტმა ქალმა არჩევნებში ამომრჩევლების 59,92%-ით გაიმარჯვა.

თემები:
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)

მთავარი თემები