მანიფესტაცია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს – ოპოზიცია თელავში გაემგზავრება

გამოწერა
ოპოზიცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 16 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს თელავში, სადაც ამ დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.

„ძალა ერთობაშია" უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ოპოზიციონერები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

„რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, 16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება?

მისი თქმით, თელავის გარდა აქციები ჩატარდება თბილისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში. ყველაზე მასშტაბური აქციის ჩატარება კი თელავში იგეგმება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს ზურაბიშვილი და ვაშაძე იბრძოდნენ. ზურაბიშვილმა ხმათა 59,5%-ზე მეტი დააგროვა.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში ჩატარდება, სტუმრების მიღება კი, შესაძლოა, წინანდალში გაიმართოს. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0