ქვემეხებიდან სროლა – თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

გამოწერა
პარასკევს და შაბათს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია გაიმართება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თელავის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის მომზადებასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან გაისვრიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება. ზურაბიშვილი ფიცს თელავში დადებს, სტუმრების მიღება კი წინანდალშია დაგეგმილი. მანამდე თბილისში ზურაბიშვილი ილია ჭავჭავაძის საფლავსა და გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია", – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

როგორც პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე გასროლა ფიცის დადების შემდეგ მოხდება. მისი თქმით, გასროლა მოხდება რეპეტიციის დროსაც – 14 და 15 დეკემბერს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0