„საქართველოს მეთაურად ფრანგი ქალი აირჩიეს": ზურაბიშვილი - ტოპ-თემა მსოფლიო მასმედიაში

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო მასმედიაში ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ფრანგულ წარსულზე

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ისტორიული აღმოჩნდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, საქართველოს სათავეში პირველად ჩაუდგება ქალი. ქვეყნის მეთაური პირველად შეარჩიეს მეორე ტურში - წინა პრეზიდენტებმა პირველივე რაუნდში გაიმარკვეს. ამას გარდა, ეს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნებია - ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტი დანიშნავს.

საქართველოს მოსახლეობამ მეხუთე პრეზიდენტად აირჩია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, რომლის დამფუძნებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. მეორე ტურში ზურაბიშვილთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ეს პარტია კი მიხეილ სააკაშვილმა დააარსა. ამიტომ არჩევნებს ბევრი აღიქვამდა, როგორც ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებას.

სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს

ამ ვითარებების გამო მსოფლიო პრესამ დიდი ინტერესი გამოავლინა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მხოლოდ ცესკომ ორი ათასზე მეტ ჟურნალისტს მისცა აკრედიტაცია, მათ შორის, უცხოური გამოცემების ჟურნალისტებს.

ფრანგული აქცენტი

„საქართველოს მეთაურად ფრანგი ქალი აირჩიეს" - ასე განაცხადა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ფრანგულმა ტელეარხმა LCI. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ამ ქვეყანაში 2003 წლამდე ცხოვრობდა.

„სალომე ზურაბიშვილი: როგორ გახდა ყოფილი ფრანგი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტი" - სტატიას ასეთი დასახელებით აქვეყნებს BALTNEWS-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში დაბადებული ზურაბიშვილი რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობებში დაბალანსებული მიდგომის მომხრეა. მისი მეტოქე გრიგოლ ვაშაძე დასავლეთთან დაახლოების უფრო ხისტ კურსს ირჩევს.

„გასაკვირი არაა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა, მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს. მან ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, გავიდნენ საპროტესტო აქციაზე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვონ", - აღნიშნულია სტატიაში.

რა იქნება შემდეგ?

„საქართველოში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. რა იქნება შემდეგ?" - კითხვას სვამს Regnum-ი. როგორც სტატიის ავტორი სტანისლავ ტარასოვი აღნიშნავს, პარიზი სარგებლობს თბილისის ნდობით მმართველი კოალიციის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელსაც, როგორც ქართულ მასმედიაში ამტკიცებენ, ფრანგული პასპორტი აქვს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს სურს მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცეს

სტატიის ავტორის აზრით, ამგვარად, შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან საფრანგეთმა შეიძლება გააძლიეროს თავისი პოზიციები საქართველოში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ევროკავშირთან პრიორიტეტულ ურთიერთობებზე ლაპარაკობენ.

„მან, ფაქტობრივად, თავისთვის უცხო ქვეყანაში, და რომელიც არცთუ კარგად საუბრობს ქართულად, მოახერხა საკმაოდ მაღალი პოლიტიკური რანგის მიღწევა. არის ყველა პერსპექტივა იმისა, რომ შეინარჩუნოს და გაზარდოს კიდეც საზოგადოებაზე თავისი გავლენის მასშტაბები, რაც სერიოზულად შეამცირებს სხვა ქალი პოლიტიკოსების შანსებს, კერძოდ, ნინო ბურჯანაძის", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი. რას უნდა ველოდოთ?" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას აზერბაიჯანული ვებ-გვერდი haqqin.az. გამოცემა ციტირებს პოლიტოლოგ თეიმურაზ თუმანიშვილის სიტყვებს, რომელმაც არჩევნების შემდეგ დაწერა, რომ სააკაშვილის სიძულვილმა გადაწონა ივანიშვილისადმი ზიზღი.

„მეორე ტურში სიტუაცია შეიცვალა. ის, ვინც პასიური იყო, მივიდა საარჩევნო ურნასთან, რათა ხმა მიეცა. მაგრამ არა სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია კუჭავამ haqqin.az-თან ინტერვიუში.

„საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დაახლოების მომხრე გახდა" - სტატიას ასეთი დასახელებით აქვეყნებს რუსული utro.ru. როგორც სტატიის ავტორი ანდრეი ფილატოვი აღნიშნავს, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ზურაბიშვილს რუსეთისადმი სიმპათიებში ადანაშაულებენ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ლამაზები და ძლიერები: სუსტი სქესი ქვეყნების სათავეში - ტოპ-10

„ზურაბიშვილი ცნობილია თავისი თავშეკავებული განცხადებებით რუსეთის მიმართ, რაც მკვეთრად გამოირჩევა ქართულ პოლიტიკაში მიღებული ანტირუსული რიტორიკის ფონზე", - წერს ფილატოვი.

„საქართველო არ დაიშალა ორ ხელისუფლებად" - ასეთი სათაური აქვს გაზეთ „კომერსანტის" (Коммерсантъ) სტატიას. მასალაში აღნიშნულია, რომ ვაშაძისა და მისი მომხრეების ძირითადი „სამიზნე" ბიძინა ივანიშვილი იყო.

გაზეთი „იზვესტია" (Известия) კი აქვეყნებს სტატიას სათაურით „ოცნებები ხდება: საქართველოში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა". გამოცემას მოჰყავს ოპოზიციონერი დეპუტატის, „პატრიოტთა ალიანსის" წევრის გიორგი ლომიას სიტყვები, რომელიც მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძალიან არ შეიცვლება, მაგრამ ეს შანსს იძლევა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები რამდენადმე გაუმჯობესდეს.

ლომიას განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„არ შეიძლება, გყავდეს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია, და ამასთან, მასთან კარგი ურთიერთობები არ გქონდეს. ეს ნონსენსია", - განაცხადა ლომიამ.

ყველა ახალი ამბავი
0