„დაუტოვეთ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“ - მარგველაშვილმა ხელისუფლებას მიმართა

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი
გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 405 პროექტი დაფინანსდა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდის გაუქმება, რადგან ის მოსახლეობის დახმარების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება >>

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდება მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ. განახლებული კონსტიტუცია სხვა ცვლილებებსაც გულისხმობს. პრეზიდენტის უფლებამოსილება მინიმუმამდე იკვეცება, თუმცა ის სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი იქნება.

„ეს ფონდი არის შესაძლებლობა იყო პიროვნულ შეხებაში შენს მოქალაქეებთან და მოვუწოდებ მათ, რომ არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უფრო მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცენ შესაძლებლობა, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შემისმენენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებას საფრთხე ემუქრება?

მისი თქმით, პრეზიდენტს ორი მთავარი უფლებამოსილება რჩება - თავისი ქვეყნისა და მისი პოზიციის წარდგენა სამიტებზე, საერთაშორისო და პირად შეხვედრებზე, მოსახლეობასთან შეხვედრა და იმის დადგენა, თუ რა დახმარება ესაჭიროება მას.

პრეზიდენტი თავისი სარეზერვო ფონდიდან წარჩინებული სტუდენტების სახელზე გასცემდა სტიპენდიებს, აფინანსებდა ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე, ინოვაციური და საწარმო შესაძლებლობების განვითარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და სხვადასხვა პროექტებს.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 2014 წლიდან 2018 წლამდე სარეზერვო ფონდიან დაახლოებით ასი ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.

რაც შეეხება მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, მისი მესამედით შეკვეცა იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0